გიორგი მამარდაშვილი, სანტიაგო კანისარესი
Aa
Aa

„მამარდაშვილის გარდა ყველამ მოუკლო“ | სანტიაგო კანისარესმა ვალენსიას ჩავარდნაზე ისაუბრა

„ვალენსიას“ ლეგენდარულმა მეკარემ, სანტიაგო კანისარესმა „ღამურების“ ბოლოდროინდელ ასპარეზობაზე ისაუბრა. ესპანელმა გოლკიპერმა ინტერვიუ Cope-ს მისცა და განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში, გიორგი მამარდაშვილის გარდა, თამაშს „ჩეს“ ყველა ფეხბურთელმა მოუკლო.

„აშკარაა, რომ კლუბს უდგას პერიოდი, რომლის გამოც ბედნიერი ვერ იქნები და თუ რაიმე დადებითის დანახვა გვინდა, ერთადერთი ისაა, რომ უმაღლესი დივიზიონიდან გავარდნის წნეხის ქვეშ არ ვიმყოფებით. ისეთი გუნდი გვყავს, დიდი ოცნებები ვერ გვექნება, მაგრამ ისიც სიმართლეა, რომ სეზონის სხვა ეტაპზე უკეთესად ვთამაშობდით და ახლა ჩავარდნა გვაქვს.

საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიას ვალენსიას ვერც ერთი ფეხბურთელი ვერ აჩვენებს და ბოლო პერიოდში, გიორგი მამარდაშვილის გარდა, თამაშს ყველამ მოუკლო. საჭიროა, თვითკრიტიკული იყო და თქვა, რომ ამ გუნდს უკეთ ასპარეზობა და მეტოქეებისთვის მეტი წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია“.

ცნობისთვის, მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ესპანეთის ლა ლიგის ბოლო 4 შეხვედრაში მხოლოდ 1 ქულა აიღო და „რეალთან“, „ჟირონასთან“ და „ხეტაფესთან“ დამარცხდა. „ღამურების“ მომდევნო გაჩერება „ბარსელონაა“, რომელსაც 16 დეკემბერს საკუთარ კედლებში დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დი ლორენცო: „კვარას გაკრიტიკების უფლება არავის აქვს“
დი ლორენცო: „კვარას გაკრიტიკების უფლება არავის აქვს“