დევინ ბუკერი, დრეიმონდ გრინი, ბრედლი ბილი, იუსუფ ნურკიჩი
Aa
Aa

ხელი მაგრად მოუქნია და სახეში გაარტყა | დრეიმონდ გრინი გააძევეს, გოლდენ სტეიტმა წააგო

NBA-ის დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთმა ფავორიტმა, „ფინიქს სანსმა“ 2-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. არიზონელები საკუთარ კედლებში გამართულ შეხვედრაში „გოლდენ სტეიტ უორიორსს“ დაუპირისპირდნენ და მეტოქეს 119:116 სძლიეს.

კევინ დურანტის გარეშე მოასპარეზე „ფინიქსს“ 32 ქულითა და 7 შედეგიანი გადაცემით დევინ ბუკერმა ულიდერა. იუსუფ ნურკიჩს 17 ქულა, 13 მოხსნა, 7 პასი და 1 ჩაჭრა ჰქონდა. ბრედლი ბილმა და ჯორდან გუდვინმა მატჩი 16-16 ქულით დაასრულეს. „გოლდენ სტეიტის“ მხრიდან სტეფ კარი 24 ქულით გამოირჩა, კრის პოლის ანგარიშზე კი 15 ქულა და 11 ასისტი იყო.

შეხვედრას სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. მატჩის მესამე მეოთხედში, „გოლდენ სტეიტის“ ერთ-ერთი ლიდერი, დრეიმონდ გრინი პარკეტიდან გააძევეს. „უორიორსის“ ვეტერანმა კალათბურთელმა იუსუფ ნურკიჩს ხელი მოუქნია და პირდაპირ სახეში გაარტყა, შეხვედრის შემდეგ კი ბოდიში მოუხადა.

„წარმოდგენა არ მაქვს, რა სჭირს. პირადად მე, ვფიქრობ, რომ მას დახმარება სჭირდება და გამიხარდა, რომ ჩემი დახრჩობა არ სცადა“, - განაცხადა ნურკიჩმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.

ცნობისთვის, „სანსს“ 13 მოგება და 10 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-8 გახლავთ. „გოლდენ სტეიტის“ ანგარიშზე 10 მოგება და 13 მარცხია და „უორიორსი“ მე-11 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დი ლორენცო: „კვარას გაკრიტიკების უფლება არავის აქვს“
დი ლორენცო: „კვარას გაკრიტიკების უფლება არავის აქვს“