ილია თოფურია, ბრაის მიტჩელი
Aa
Aa

„ასე ცუდად არასდროს მიჩხუბია“ | ბრაის მიტჩელს ილიასთან რევანშის აღება უნდა

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლს, ბრაის მიტჩელს ილია თოფურიასთან კიდევ ერთი ბრძოლის გამართვა სურს და თვლის, რომ ბევრად უკეთესი ჩხუბის ჩვენება შეუძლია. „ელ მატადორმა“ მიტჩელი მეორე რაუნდში დააფინიშა და ბრძოლის შემდეგ, ბრაისმა საკუთარი მარცხი გრიპს დააბრალა.

„მინდა, ერთ დღეს ილიასთან ისევ ვიჩხუბო, რადგან მასთან კარიერაში ყველაზე ცუდი გამოსვლა ვაჩვენე. ასე ცუდად ჩემს ეზოში გამართულ ბრძოლებშიც კი არ მიჩხუბია. ასეთი ცუდი ბრძოლა არასდროს მქონია და მსგავსი რამ არასდროს მომსვლია.

ჩემს კარიერაში არასდროს ყოფილა მომენტი, როცა ვერ ვსუნთქავდი და მოძრაობა მიჭირდა, რის გამოც, ძალიან გაბრაზებული ვარ. ვიცი, რომ ბევრად უკეთესი გამოსვლის ჩვენება შემიძლია და მგონია, ხალხი ვერ ხვდება, რამდენად მაღალ დონეზე ჩხუბის უნარი მაქვს“, - განაცხადა მიტჩელმა მაიკლ ბისპინგთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ილიასთან მარცხის შემდეგ, მიტჩელმა განაცხადა, რომ გრიპის გამო, ბრძოლისას სერიოზული პრობლემები შეექმნა, სუნთქვა უჭირდა და სწრაფად დაიღალა. როგორც ჩანს, ბრაისი იმავე აზრზეა და თვლის, რომ გრიპი რომ არა, „ელ მატადორს“ დაამარცხებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დი ლორენცო: „კვარას გაკრიტიკების უფლება არავის აქვს“
დი ლორენცო: „კვარას გაკრიტიკების უფლება არავის აქვს“