ხვიჩა კვარაცხელია, ჯოვანი დი ლორენცო
Aa
Aa

დი ლორენცო: „კვარას გაკრიტიკების უფლება არავის აქვს“

„ნაპოლის“ კაპიტანმა, ჯოვანი დი ლორენცომ „ბრაგასთან“ გამართული მატჩის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. „პარტენოპეის“ მარჯვენა მცველმა ქართველი ფეხბურთელი დაიცვა და განაცხადა, რომ მისი გაკრიტიკების უფლება არავის აქვს.

„არავინ უნდა მისცეს თავს კვარაცხელიას გაკრიტიკების უფლება იმის გამო, რასაც აკეთებს და რაც გასულ სეზონში გააკეთა. დღესდღეობით, ადამიანები მხოლოდ მატჩის საუკეთესო მომენტებს უყურებენ და ფეხბურთელებს ასე აფასებენ. ვერავინ ხედავს, ყოველდღე მოედანზე გუნდისთვის რამდენად მნიშვნელოვან რაღაცებს აკეთებს.

ხვიჩას ბოლომდე გასათავისუფლებლად გოლი აკლია და ის განსაკუთრებული ბიჭია. კვარაცხელია ჩემპიონია, რომელსაც ძალიან ვაფასებთ და მისი გაკრიტიკების უფლება არავის აქვს“, - განაცხადა დი ლორენცომ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ „ბრაგა“ 2:0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გავიდა. ქართველ ფეხბურთელს 73-ე წუთზე გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ პორტუგალიელთა მეკარეს ვერ აჯობა.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მე-3 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მოიგებს“ | ალჯოს პროგნოზი მერაბისა და სეხუდოს ჩხუბზე
„მე-3 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მოიგებს“ | ალჯოს პროგნოზი მერაბისა და სეხუდოს ჩხუბზე