პეპ გუარდიოლა, მაგნუს კარლსენი
Aa
Aa

პეპი და მაგნუსი - დღე, როცა ერთმანეთს ორი გენიოსი შეხვდა

ერთი თავისი თაობის საუკეთესო მოჭადრაკეა, მეორე კი თანამედროვეობის უდიდესი საფეხბურთო გენიოსი, შესაძლოა ყველა დროისაც..

ეს იყო მომენტი, როდესაც ნორვეგიელი საჭადრაკო სუპერვარსკვლავი მაგნუს კარლსენი ჭადრაკის დაფასთან „მანჩესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელს, ერთ-ერთ უდიდეს ტაქტიკოსს პეპ გუარდიოლას შეხვდა..

ამჟამად კარლსენი ტორონტოში Chess.Com-ის ჩემპიონთა საჭადრაკო ტურის ფინალშია გასული, მაგრამ ამ ღონისძიებამდე გუარდიოლა და მაგნუსი სპორტულმა კომპანია „პუმამ“ ერთმანეთს შეახვედრა, რათა ესაუბრათ იმაზე, თუ როგორია საკუთარ სფეროში მწვერვალზე ყოფნა..

ორივე მათგანი „პუმას“ ამბასადორია. აქედან გამომდინარე, მათ შანსი მიეცათ განეხილათ დაუვიწყარი მომენტები თავიანთი კარიერიდან. პეპმა და მაგნუსმა ერთმანეთს საკუთარი ტაქტიკები გაუზიარეს და გარკვეული სახის რჩევები მისცეს.

მაგნუსის თანამემამულე ერლინგ ჰოლანდი „მანჩესტერ სიტის“ ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავია. თავად კარლსენის გული მადრიდის „რეალს“ ეკუთვნის, მაგრამ, როგორც ცნობილია ის „ეტიჰადს“ ჰოლანდის თამაშის საყურებლად ეწვია.

ჭადრაკში მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონმა თქვა:

„ფეხბურთი ბავშვობიდან მიყვარს. პირადად მე სკოლაში ყოველდღე ვთამაშობდი. ამის გამო, ხშირად სახლში მისვლას ვაგვიანებდი, მაგრამ, როცა სახლში ვბრუნდებოდი, ყოველთვის ჭადრაკს ვთამაშობდი. რეალურად, ამ სფეროში უკეთესი ვიყავი და საბოლოოდ წარმატებასაც მივაღწიე.“

მწვრთნელმა და მოჭადრაკემ საკუთარ ტაქტიკებზე ისაუბრეს. მაგალითად გუარდიოლამ ხაზი გაუსვა მოედნის ცენტრში კონტროლის მნიშვნელობას. კარლსენმა კი მსგავსება იპოვა ერთ მხარეს შეტევასა და უპირატესობის შექმნას შორის..

მათ ასევე განიხილეს წარმატების მიღწევაში ინსტინქტისა და არაპროგნოზირებადობის როლი. საუბრის დროს ხაზი გაესვა მაღალი წნეხის მქონე სიტუაციებს, ფსიქიკურ ასპექტებს და სიმშვიდის შენარჩუნების მნიშვნელობას.

ერთმანეთს საკუთარი შეხედულებები გაუზიარეს, აჩვენეს სტრატეგიები აზროვნებაში და ოსტატობა, რომელიც საჭიროა, როგორც ფეხბურთში, ასევე ჭადრაკში.

„ვფიქრობ იმ გზებზე, თუ როგორ უნდა ათამაშო მცველები თავდამსხმელების წინააღმდეგ. ეს დამოკიდებულია მოწინააღმდეგის მოძრაობაზე. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რასაც მოწინააღმდეგე თითოეული მოძრაობისას აკეთებს. ჭადრაკში ეს უფრო მარტივია. მაგალითად, მაგნუსს თავისუფლად შეუძლია 2 საათი იფიქროს თავის შემდეგ სვლაზე, ჩვენ კი რეაგირებისთვის ერთი წამი გვაქვს.“ - განმარტა გუარდიოლამ

საუბარი ხანგრძლივ მატჩებზე დასრულდა. კარლსენმა გაიხსენა მისი ეპიკური 136-სვლიანი გამარჯვება 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეექვსე მატჩში გენომ იან ნეპომნიახჩის წინააღმდეგ. აღნიშნული დუელი, მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე გრძელი თამაშია, რომელიც  7 საათი და 30 წუთი გაგრძელდა. გუარდიოლამ კი ასეთი თავდადების გამო აღფრთოვანება გამოხატა.

ცნობილია, რომ პეპ გუარდიოლას ჭადრაკის მიმართ ინტერესი ყოველთვის ჰქონდა. დავუბრუნდეთ 2012 წელს, როცა მან ცნობილ მოჭადრაკეს გარი კასპაროვს რჩევაც კი ჰკითხა, რათა გაეუმჯობესებინა მოედნის ცენტრში პრესინგი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცუდი ამბავი - რის ჯეიმსი მინიმუმ 3 თვე ვერ ითამაშებს
ცუდი ამბავი - რის ჯეიმსი მინიმუმ 3 თვე ვერ ითამაშებს