კაშია რონალდუსთან და მესისთან ერთად - Football Observatory-ს სტატისტიკა
CIES Football Observatory-მ მოქმედი ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა ბოლო ერთ წელში ჩატარებული მატჩების რაოდენებობიდან გამომდინარე. ამ სიაში მხოლოდ ის მოთამაშეები შედიან, რომლებიც 36 წლის უკვე გახდნენ.
აღსანიშნავია რომ საუკეთესო ათეულში ლიონელ მესისთან, კარიმ ბენზემასთან და კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანს, გურამ კაშიას ვხედავთ.
ათეულში პირველ ადგილზე კრიშტიანუ რონალდუა, მან 4267 წუთი ითამაშა, მეორე პოზიციაზე იან ვერტონგენია 4228 წუთით. მათ მოჰყვებიან იურაი კუცკა (4164 წუთი), კარიმ ბენზემა (3957 წუთი), ლიონელ მესი (3930 წუთი), გურამ კაშია (3850 წუთი), ერან ზაჰავი (3804 წუთი), ლუკა მოდრიჩი (3801 წუთი), ოლივიე ჟირუ (3751 წუთი) და ანდრე-პიერ ჟინიაკი (3737 წუთი).
Most official game minutes in last 3⃣6⃣5⃣ days by top division outfield players aged 3⃣6⃣ or over ????
— CIES Football Obs (@CIES_Football) December 12, 2023
???? #CristianoRonaldo ???????? (#AlNassr) 4,267 min
???? #JanVertonghen ???????? (#RSCAnderlecht) 4,228'
???? #JurajKucka ???????? (#SlovanBratislava) 4,164'#Benzema #Messi #Kushia #Zahavi #Modric… pic.twitter.com/teOxLAnoXP
შეგახსენებთ, გურამ კაშია 36 წლის გასულ ზაფხულში, 4 ივლისს გახდა. ქართველი ცენტრალური მცველი „სლოვანში'' 2021 წლის ზაფხულიდან თამაშობს, ყველა ტურნირის ჩათვლით 100 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა.