ცხადაძე: აზერბაიჯანის ნაკრების გაწვრთნა დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ Azerisport-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ აზერბაიჯანიდან ცნობილმა ფუნქციონერმა დაურეკა და ჰკითხა, რამდენად მზადაა აზერბაიჯანის ნაკრების გაწვრთნისთვის. მისი პასუხიდან გამომდინარე რთულია იმის განსაზღვრა თუ რამდენად რეალურია ეს შეთანხმება, თუმცა როგორც მინიმუმ გარკვეული ინტერესი ნამდვილად არსებობს.
„ჩემთვის დიდი პატივია, თუ ვინმე ფიქრობს, რომ აზერბაიჯანის ნაკრების გაწვრთნა შემიძლია. ვფიქრობ, ასე იქნება ნებისმიერი მწვრთნელისთვის.
ერთ დღეს აზერბაიჯანიდან დამირეკეს. ვერ გეტყვით ვინ დამირეკა, მაგრამ ის საკმაოდ ცნობილი საფეხბურთო ფუნქციონერია. მკითხა: აზერბაიჯანის ნაკრებიდან წინადადებისთვის მზად ხარ? ჩემი პასუხი ნათელი იყო, აზერბაიჯანის ნაკრების გაწვრთნა დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. აზერბაიჯანში ბევრი წარმატებული სეზონი გავატარე. მან მითხრა, რომ სურდათ კვლავ აზერბაიჯანში მემუშავა’’.
55 წლის კახა ცხადაძე 2008 წელს ბაქოს „სტანდარდს'' წვრთნიდა, 2019-15 წლებში კი ბაქოს „ინტერის'' მთავარი მწვრთნელი იყო. მისი ხელმძღვანელობით „ინტერმა'', რომელიც ამჟამად „შამახის'' სახელით თამაშობს, 2009-10 წლებში აზერბაიჯანის პრემიერ ლიგა მოიგო.
2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის აპრილამდე კახა ცხადაძე ყაზახურ „კასპიის'' წვრთნიდა, მისი ხელმძღვანელობით კლუბმა ყაზახეთის ჩემპიონატის საწყის ხუთ ტურში ქულაც ვერ მოიპოვა. აპრილის შემდეგ ცხადაძე უმუშევარია.