ჯორჯო კიელინიმ კარიერა დაასრულა
როგორც ჩანს, ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა ცენტრალურმა მცველმა ჯორჯო კიელინიმ კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
ამის შესახებ ინფორმაციას გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს. მისი თქმით, ვეტერანმა იტალიელმა ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიიღო, ხოლო მიზეზი ცნობილი არ არის.
???????????? Italian legend Giorgio Chiellini has decided to retire from professional football with immediate effect.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) December 12, 2023
One of the best centre backs of the last decade. Pure leadership, serial winner, top guy.
Good luck with your future, @Chiellini ???????????? pic.twitter.com/oS31HRsyuK
შეგახსენებთ, რომ კიელინი დღევანდელ დღემდე MLS-ში, კონკრეტულად კი „ლოს ანჯელესში“ თამაშობდა, სადაც 2022 წელს გადავიდა.
სხვადასხვა დროს, ჯორჯო „ლივორნოში“, „რომაში“, „ფიორენტინაში“ და „იუვენტუსში“ თამაშობდა. კარიერის ყველაზე დიდი ნაწილი კი „ბებერ ქალბატონში“ გაატარა.
კიელინი ასევე იტალიის ასაკობრივი და ეროვნული ნაკრების წევრიც იყო. მან „სკუადრა აძურას“ შემადგენლობაში 117 მატჩი ჩაატარა.