ცუდი ამბავი - რის ჯეიმსი მინიმუმ 3 თვე ვერ ითამაშებს
პრემიერ ლიგის გასულ ტურში, „ჩელსი“ „ევერტონს“ ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. რა თქმა უნდა, წაგება არასასიამოვნო, მაგრამ ამაზე უარესი ფაქტი დაფიქსირდა.
პირველი ტაიმში, კონკრეტულად კი 27-ე წუთზე „არისტოკრატების“ კაპიტანი რის ჯეიმში დაშავდა. მაურისიო პოჩეტინოს მისი შეცვლა დასჭირდა.
გუშინ, ლონდონური კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გვამცნო, რომ ინგლისელ უკანახაზელს სიღრმისეული გამოკვლევა სჭირდებოდა.
დღეს, ჟურნალისტი ნათან გისინგი, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ ჯეიმსს გამოკვლევა ჩაუტარდა და ბარძაყის კუნთის დაზიანება დაუდგინდა. გისინგის ცნობით, რისი მინიმუმ 3 თვეს გამოტოვებს, ეს კი „ჩელსისთვის“ დიდი დანაკლისია.
Reece James is expected to be out for a minimum of 3 months. #CFC https://t.co/uAaPjvcwUT
— Nathan Gissing (@NathGissing) December 12, 2023
შეგახსენებთ, რომ „არისტოკრატები“ მიმდინარე სეზონში საშინელ ფორმაში არიან. „ჩელსი“ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 19 ქულით მე-12 ადგილზეა. 16 მატჩიდან პოჩეტინოს შეგირდებმა 5 მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 7 წააგეს.