საქართველოს 17-წლამდე ნაკრები, რეზი დანელია
Aa
Aa

დანელიას გოლი - საქართველომ თურქეთთან ფრე ითამაშა (U17)

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში თურქეთთან 1:1 ითამაშა. 

ანგარიში მე-9 წუთზე გაიხსნა, თურქეთის ნაკრების ფეხბურთელებმა მარჯვენა ფლანგზე იაქტიურეს, თანაი ქოჩარის საგოლე პასით იასირ ბოსმა ცარიელ კარში გაიტანა.

59-ე წუთზე 16 წლის რეზი დანელიამ, რომელიც თბილისის „დინამოს'' აკადემიის ფეხბურთელია, საჯარიმო დარტყმიდან გაიტანა, თურქეთის ნაკრების მეკარე შეცდა და დანელიას გოლით ანგარიში გათანაბრდა.

გიორგი ჩიტაურმა ამ მატჩში შემდეგი ფეხბურთელები ათამაშა: ასანიძე, გვასალია, ხარებაშვილი, ამისულაშვილი, გოგოლი, დანელია, ელისაშვილი (გოგილაშვილი 77), ჩიქოვანი (ხოროიშვილი 89), წულაია, სურგულაძე, დოლტმურზიევი

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში დღევანდელ მატჩში მხოლოდ ერთმა ლეგიონერმა, ჰალიდ დოლტმურზიევმა ითამაშა, რომელიც ბელგიური „ბრიუგეს’’ ასაკობრივ გუნდში თამაშობს.

მიმდინარე შეკრებაზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში სამი ლეგიონერია: ჰალიდ დოლტმურზიევი (ბრიუგე), ნიკოლას ჯეჯეია (სანტ- კუგატი, ესპანეთი), ანდრია ჭეიშვილი (ალკოჩეტენსი, პორტუგალია).

საქართველოს 17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა მიმდინარე შეკრებაზე:

მეკარეები: საბა ასანიძე (სულაქველიძის აკადემია), სანდრო დადეშქელიანი (დინამო თბილისი), საბა ტარტარაშვილი (დინამო თბილისი).

მცველები: საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი), ანდრია ხოროიშვილი (დინამო თბილისი), დაჩი გოგოლი (სელერო), ალექსანდრე ამისულაშვილი (საბურთალო), ნიკოლოზ გვაზავა (დინამო თბილისი), გიორგი გვასალია (დინამო თბილისი), გიგი გლუნჩაძე (დინამო თბილისი), შოთა დიაკონიძე (დინამო თბილისი).

ნახევარმცველები: ლუკა ლაშხია (მარტვილის მერანი), ნიკოლოზ ჩიქოვანი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ელისაშვილი (დინამო თბილისი) ლუკა წულაია (დინამო თბილისი), რეზი დანელია (დინამო თბილისი), ნიკა სურგულაძე (საბურთალო), საბა ნიორაძე (სელერო), დავით გოგილაშვილი (საბურთალო), სანდრო რატიანი (საბურთალო), ნიკოლას ჯეჯეია (სანტ-კუგატი, ესპანეთი), ანდრია ჭეიშვილი (ალკოჩეტენსი, პორტუგალია).

თავდამსხმელები: გიორგი მჟავანაძე (საბურთალო), ანდრია ვიბლიანი (დინამო თბილისი), ჰალიდ დოლტმურზიევი (ბრიუგე, ბელგია).

დღევანდელი შეხვედრა „მიხეილ მესხი 2''-ზე გაიმართა. საქართველო და თურქეთი მეორე ამხანაგურ მატჩს „დავით პეტრიაშვილზე'' გამართავენ (15 დეკემბერი, 15:00).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები