ანკარაგიუჯუს პრეზიდენტი მსაჯს ფიზიკურად გაუსწორდა - სიგიჟე თურქეთში
თურქეთის სუპერლიგის მე-15 ტურის მატჩი, „ანკარაგიუჯუსა“ და „რიზესპორს“ შორის სკანდალურად დასრულდა.
მასპინძელი გუნდის პრეზიდენტი, ფარუკ კოჯა შეხვედრის მთავარ მსაჯს, ჰალილ უმუთ მელერს ფიზიკურად გაუსწორდა.
???? ¡BRUTAL AGRESIÓN EN TURQUÍA!
— Post United (@postunited) December 11, 2023
???? El presidente del Ankaragucu salta al campo al terminar el partido y noquea al árbitro con un puñetazo
⏱️ El Rizespor empató en el minuto 97 después de que el árbitro señalara penalti en contra del Ankaragucu
pic.twitter.com/ITO9fxYgTB
კოჯას გაღიზიანების მიზეზი მსაჯის გადაწყვეტილება გახდა. პირველ ნახევარში უმუთ მელერმა „ანკარაგიუჯუს“ გოლი გაუუქმა, თუმცა, გოლის გატანა ანკარელებმა მალევე შეძლეს, 50-ე წუთზე კი როდესაც ანგარიში 1:0 იყო, მოედნიდან თავდამსხმელი ალი სოუ გააძევა.
„რიზესპორმა“ ანგარიში შეხვედრის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ 97-ე წუთზე გაათანაბრა და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
ამის შემდეგ ფარუკ კოჯა მოედანზე შევარდა და მთავარი მსაჯისკენ გაემართა. „ანკარაგიუჯუს“ ფეხბურთელებმა პრეზიდენტის შეკავება ვერ შეძლეს, რასაც მსაჯთან ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ჰალილ უმუთის დაზიანება იმდენად მძიმე იყო, რომ მისი კლინიკაში გადაყვანაც გახდა საჭირო. სიტუაცია საბოლოოდ თავად ფეხბურთელების ძალისხმევით განიმუხტა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში კარგად ჩანს, რომ კოჯას გარდა, მსაჯს ფიზიკურად კიდევ რამდენიმე ადამიანი უსწორდება.
After Ankaragucu’s 1-1 draw with Rizespor in Turkey, this happened.
— Hodzey (@Hodzey) December 11, 2023
Ban this guy for life already!????
At the end of the day football is there to unite people.????????
Turkish federation already postponed the league until further notice.
Disgusting, brutal.
pic.twitter.com/sFP7IV9jOM
მომხდარი ინციდენტის გამო, თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ სუპერლიგის ყველა მატჩი გაურკვეველი დროით შეაჩერა, ფაქტს კი თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანიც გამოეხმაურა:
„ვგმობ მსაჯ ჰალილ უმუთ მელერზე თავდასხმას ანკარაგიუჯუ-რიზესპორის მატჩის დასრულების შემდეგ და მას სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
სპორტი არის მშვიდობა და ძმობა, რომელიც ძალადობასთან შეუთავსებელია. არასდროს დავუშვებთ ძალადობას თურქულ სპორტში“, - დაწერა ერდოღანმა.
თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელერზე ძალადობის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავა, მათ შორის ერთ-ერთი კი ფარუკ კოჯაა. ასევე, მომხდარი ფაქტი დაგმო მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ (FIFA) და „ანკარაგიუჯუს“ პრეზიდენტს ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია შეუფარდა.