ვიქტორ ოსიმენი, იასინ ბონო, აშრაფ ჰაკიმი
Aa
Aa

ვიქტორ ოსიმენი წლის საუკეთესო აფრიკელ ფეხბურთელად დასახელდა

„ნაპოლის“ ნიგერიელი ფორვარდი, ვიქტორ ოსიმენი აფრიკის კონტინენტის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

დაჯილდოება ცოტა ხნის წინ მაროკოში ჩატარდა, ოსიმენმა კი კენჭისყრაში მოჰამედ სალაჰსა („ლივერპული“) და აშრაფ ჰაკიის აჯობა (პსჟ).

2022/23 წლების სეზონში ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლისთან“ ერთად სერია A-ს გამარჯვებული გახდა და 26 გოლით გათამაშების ბომბარდირის ჯილდოც მიიღო. ამასთან, ნიგერიის ნაკრებთან ერთად, აფრიკის ერთა თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებით ითამაშა და 10 გოლით გათამაშების საუკეთესო მეგოლე გახდა.

წლის საუკეთესო აფრიკელ მეკარედ „ალ-ჰილალისა“ და მაროკოს ნაკრების კიპერი, იასინ ბონო დასახელდა. საუკეთესო მცველი აშრაფ ჰაკიმი გახდა, ნახევარმცველი კი მოჰამედ სალაჰი. წლის საუკეთესო მწვრთნელად კი ვალიდ რეგრაგი აღიარეს, რომლის ხელმძღვანელობითაც მაროკოს ნაკრები კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ნახევარფინალში გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები