ხვიჩა კვარაცხელია, ლორენცო ინსინიე
Aa
Aa

„მსგავს სიტუაციაში მეც ვყოფილვარ“ - ინსინიემ კვარა დაიცვა

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ლორენცო ინსინიემ იტალიურ მედიასთან ინტერვიუს დროს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და ქართველი ფეხბურთელი გაამხნევა.

რა თქვა ინსინიემ:

მის გამო ძალიან ვწუხვარ, რადგან მსგავს სიტუაციებში მეც ვყოფილვარ. მან სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს, რადგან „ნაპოლის“ ლიდერია. მას საკმაოდ მაღალი ხარისხი აქვს და ყველა ახლოს უნდა ვიყოთ. მსგავსი რამ მეც არაერთხელ დამემართა, როდესაც საგოლე ეპიზოდი გავაფუჭე და შემდეგ მატჩი წავაგეთ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ფანები მუდამ მის გვერდით იქნებიან. გასულ წელს, ჩემმა ყოფილმა თანაგუნდელებმა წარმოუდგენელი რაღაც ჩაიდინეს და ქალაქმა მათდამი მხარდაჭერა არ უნდა შეწყვიტოს.

შეგახსენებთ, რომ ტურინის „იუვენტუსთან“ ხვიჩა კვარცხელიამ პირველი ტაიმის მიწურულს ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა, მეორე ნახევარში კი ტურინელებმა გატის გოლით შეხვედრის მოგება შეძლეს.

„ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე გამართავს. 12 დეკემბერს, ტურნირის დასკვნით ეტაპზე ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი საკუთარ მოედანზე „ბრაგას“ უმასპინძლებს. მატჩი საქართველოს დროით 23:55 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქართული სახელები? იტალიურებსაც საშინლად ვიძახი“ - მაცარი ბრაგასთან მატჩამდე
„ქართული სახელები? იტალიურებსაც საშინლად ვიძახი“ - მაცარი ბრაგასთან მატჩამდე