კარგი ამბავი: ხვიჩა ბრაგასთან ითამაშებს
იტალიელი ჟურნალისტის, ლუკა კერჩონის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდთან ერთად ივარჯიშა, თავს კარგად გრძნობს და ჩემპიონთა ლიგაზე „ბრაგას'' წინააღმდეგ ითამაშებს. დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობა ვიქტორ ოსიმენს არ მიუღია, მარაკეშში წლის საუკეთესო აფრიკელი ფეხბურთელის დაჯილდოებაზე გაემგზავრა. ლუკა კერჩონეს ინფორმაციით, დროულადაც რომ დაბრუნდეს, ოსიმენი სასტარტოში არ ითამაშებს.
#Kvaratskhelia si allena in gruppo alla vigilia di #NapoliBraga ✅#Napoli pic.twitter.com/nDQkVqVYnS
— Giuseppe Annarumma (@PeppeAnnarumma) December 11, 2023
შეგახსენებთ, გრიფის ვირუსის გამო ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის'' გუშინდელი ვარჯიში გამოტოვა, თუმცა მომჯობინდა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში „ბრაგასთან'' სასტარტოში ვიხილავთ.
„ნაპოლის'' დღევანდელი ვარჯიშის კადრები
„ნაპოლი'' - „ბრაგას'' შეხვედრა ხვალ, სამშაბათს ღამით, 00:00 საათზე დაიწყება. 5 ტურის შემდეგ „რეალი'' 15 ქულით პირველ ადგილზეა, „ნაპოლის'' აქტივში 7 ქულაა, „ბრაგამ'' 4 ქულა დააგროვა, ბერლინის „უნიონმა'' კი მხოლოდ - 2.
ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 4 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 5 მატჩში მის აქტივში 1 საგოლე პასია („უნიონთან'').