მიუნხენის ბაიერნი, სერჟ გნაბრი
Aa
Aa

გნაბრი ისევ დაშავდა - ბაიერნს 2-3 თვე ვერ დაეხმარება

გერმანული Sport1-ის ინფორმაციით, მიუნხენის „ბაიერნის’’ გარემარბი სერჟ გნაბრი 2-3 თვეს გამოტოვებს. მას მარცხენა ფეხის ბარძაყის ერთ-ერთი მომზიდველი კუნთი აწუხებს.

მიუნხენის „ბაიერნის’’ ოფიციალურმა ვებგვერდმა დაწერა, რომ ფეხბურთელი უახლოეს მატჩებს საზარდულის კუნთის დაჭიმულობის გამო გამოტოვებს.

გნაბრიმ ტრავმა ბუნდესლიგის გასულ ტურში, „აინტრახტთან’’ მატჩში მიიღო, თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთო, თუმცა ტრავმის გამო 71-ე წუღზე მინდორი დატოვა.

28 წლის გნაბრიმ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 11 მატჩში 1 გოლი შეაგდო. მისი თამაშების სიმცირე ტრავმით აიხსნება, ტრავმისა და ავადმყოფობის გამო ბუნდესლიგის 14 მატჩიდან 5 გამოტოვა.

შესაძლოა, სერჟ გნაბრიმ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩები გამოტოვოს. პირველი შეხვედრები 3/14 და 20/21 თებერვალს გაიმართება, საპასუხო შეხვედრები - 5/6 და 12/13 მარტს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები