პენალტის დანიშვნა შეეძლო - ბერგონცი კვარა-კამბიასოს ეპიზოდზე
მაურო ბერგონციმ, რომელიც 2010-14 წლებში სერია ა-ს მსაჯი იყო, გადაცემა La domenica Sportiva-ში სტუმრობისას „იუვენტუსი’’ – „ნაპოლის’’ მატჩთან დაკავშირებით კამბიასო-კვარაცხელიას მომენტზე ისაუბრა, როცა ანდრეა კამბიასომ ქართველი ფეხბურთელი თამაშის წესის დარღვევით შეაჩერა.
მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდოდ კვარაცხელია ამ მომენტზე დიდ გავლენას ვერ მოახდენდა, ბერგონცი თვლის, რომ მსაჯს პენალტის დანიშვნის საფუძველი ჰქონდა.
მაურო ბერგონცი:„იუვენტუსის’’ ფეხბურთელელმა ცოტა გარისკა, რადგან ბურთს აღარ უყურებდა და მთელი ყურადღება კვარაზე გადაიტანა. პენალტის დანიშვნასთან დაკავშირებით ცხადი ვითარება არაა. არ შემიძლია გითხრათ, რომ ეს აშკარა პენალტი იყო, მაგრამ მსაჯი მხოლოდ კამბიასოს ხედავს, რომელიც არ უყურებს ბურთს და უყურებს მხოლოდ მის ოპონენტს - ასეთ შემთხვევაში მსაჯს შეუძლია პენალტი დანიშნოს’’.
ჟურნალისტმა მაურიციო პისტოჩიმ Twitter-ში დაწერა: „ტელერეპორტაჟისას ამ მომენტის განმეორებითი ჩვენება არ ყოფილა. პირველები ვართ, ვინც ამ ეპიზოდს განმეორებით აჩვენებს. კამბიასომ გარისკა, ასეთ ვითარებებში ძალიან ყურადღებიანი უნდა იყოს’’.
“Siamo i primi a farlo vedere e ringrazio #Adani che me l’ha segnalato” Bergonzi, Ds #Rai2
— Maurizio Pistocchi (@pisto_gol) December 10, 2023
Qualcuno volò sul nido del cuculo ???? pic.twitter.com/XuhkpUM4pR
სერია ა-ს მე-15 ტურში „იუვენტუსმა'' „ნაპოლი'' ფედერიკო გატის ერთადერთი გოლით დაამარცხა. აღნიშნული მატჩის მთავარი მსაჯი დანიელე ორსატო იყო.