ილია თოფურიასთან ერთად! - დვალიშვილი UFC 298-ზე იჩხუბებს
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი ჰენრი სეხუდოსთან UFC 298-ზე იჩხუბებს. გავლენიანი ტელევიზია ESPN-ის ინფორმაციით, ბრძოლა 17 თებერვალს, კალიფორნიაში ჩატარდება.
საგულისხმოა, რომ ამავე ღონისძიებაზე ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის კიდევ ერთი ქართველი, ილია თოფურია იბრძოლებს, რომლის მეტოქეც ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი იქნება.
მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის რეიტინგში მესამე ადგილზე იმყოფება, ჰენრი სეხუდო კი მე-4 პოზიციას იკავებს.
ქართველ და ამერიკელ მებრძოლებს შორის ბრძოლის გამართვის თარიღი ოფიციალურად ჯერჯერობით არ გამოცხადებულა, თუმცა ESPN-ი სანდო წყაროებზე დაყრდნობით იწყება, რომ ორთაბრძოლა 17 თებერვალს ჩატარდება.