გიორგი შერმადინი, ლენოვო ტენერიფე, ბასკონია
Aa
Aa

შერმადინის კარგი მატჩი - ტენერიფე ბასკონიასთან დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში, გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ სტუმრად „ბასკონიას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 4 ქულის სხვაობით, 104:100 დამარცხდა.

ქართველმა ცენტრმა შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე საერთო ჯამში 28 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში შერმადინმა 13 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა. ასევე, ბურთი ერთხელ დაკარგა და მეტოქის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდა. გიოს ანგარიშზე სამიდან სამი საჯარიმო და 9-დან 5 ორქულიანი იყო.

ქულების რაოდენობით საუკეთესო შედეგი ტენერიფეს ლიდერმა, ხაიმე ფერნანდესმა დააფიქსირა, რომელმაც 29 წუთში 27 ქულას, 4 მოხსნას და 8 ასისტს მოუყარა თავი, საუკეთესო კალათბურთელი კი 25 ქულით „ბასკონიას“ წევრი, ვანჟა მარინკოვიჩი გახდა.

ესპანეთის ჩემპიონატში 13 ტურის შემდეგ „ლენოვო ტენერიფე“ სატურნირო ცხრილში 6 მოგებით და 7 მარცხით მე-11 ადგილს იკავებს. შერმადინის გუნდს მომდევნო შეხვედრა 16 დეკემბერს, სტუმრად „მანრესას“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები