ასტონ ვილა, უნაი ემერი
Aa
Aa

უნაი ემერი: გასაოცარია, რომ სიტის და არსენალს ნულზე მოვუგეთ

უნაი ემერი „არსენალთან“ და „მანჩესტერ სიტისთან“ მშრალად მოგებული (1:0-ები) მინიმალური გამარჯვებებით კმაყოფილი და სასიამოვნოდ გაკვირვებულია.

„ძალიან, ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, ბედნიერი ვარ. ჩვენ იმავე ტალღაზე ვართ, როგორც გულშემატკივრები და ეს პოზიტიური ენერგია ჩვენზე გადადის. დღეს ეს გვჭირდებოდა, რადგან ოთხშაბათის მატჩის შემდეგ დაღლილები ვიყავით.

კარგად ვიბრძოდით და მყარი დაცვა ავაშენეთ. ჩვენ ვსაუბრობთ სიტისა და არსენალის წინააღმდეგ კარის სუფთად შენახვაზე და გასაოცარია, რომ ეს მოვახერხეთ. დღეს იმაზე ღრმად ვითამაშეთ, ვიდრე გვინდოდა, მაგრამ უნდა გვებრძოლა - და ვიბრძოლეთ.

ჩვენ გვინდა ვიყოთ პრემიერლიგის მოწინავე 8 გუნდში, მაგრამ ეს ასევე ბევრს სურს. ამ ჯგუფში მოსახვედრად ვიბრძოლებთ“,

- განაცხადა „ასტონ ვილას“ მთავარმა მწვრთნელმა, რომლის გუნდიც ამჟამად 35 ქულით მე-3 ადგილზეა და ლიდერ „ლივერპულს“ მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.

„ასტონ ვილამ“ ბოლოს საკუთარ მოედანზე გასულ სეზონში, 18 თებერვალს „არსენალთან“ წააგო. იმის შემდეგ, მიჯრით 15 საშინაო გამარჯვება აქვთ, რაც კლუბის ისტორიაში რეკორდული შედეგია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ორჯერ მეტი და პლუს ბონუსები - ოსიმენი ახალ კონტრაქტს აფორმებს
ორჯერ მეტი და პლუს ბონუსები - ოსიმენი ახალ კონტრაქტს აფორმებს