ხვიჩა კვარაცხელია, ეზეკიელ ლავეცი, ვალტერ მაცარი
Aa
Aa

„ლავეცის მსგავსი პრობლემა აქვს... მაცარი კვარას სწორედ ამას სთხოვს“

ხვიჩა კვარაცხელიას თამაშთან დაკავშირებულ მიმდინარე სეზონში არსებულ პრობლემებს იტალიური პრესა აქტიურად განიხილავს.

La Gazzetta dello Sport-ი კვარას „იუვენტუსთან“ თამაშს შეეხო და ყველაზე ცუდი უწოდა, მას შემდეგ, რაც ხვიჩა ნეაპოლელთა რიგებში გადავიდა.

„სეზონის არც ისე კარგი სტარტი. იუვენტუსთან ცუდი თამაში ჰქონდა და ალბათ ეს ყველაზე უარესი გამოსვლაა მას შემდეგ, რაც ნაპოლის შეუერთდა. გარდა ამისა, უკვე ყველა მეტოქემ მისი სათამაშო სტილი შეისწავლა და როცა საჭიროა მის წინააღმდეგ გაორმაგებული და გასამმაგებული დაცვით თამაშობენ.

ნაპოლის აშკარად ტაქტიკური პრობლემები აქვს. მაცარი ამაზე მუშაობს და კვარაცხელიას უფრო ცენტრისკენ თამაშს სთხოვს. კართან უფრო ახლოს. ხვიჩამ ეს ბერგამოში კარგად გააკეთა, როცა თავური დარტყმით გაიტანა.

გადაადგილების თვალსაზრისით მან იუვენტუსთანაც ძალიან კარგად ითამაშა. თუმცა შემდეგ, დამაგვირგვინებელ ფაზაში ცუდად იმოქმედა. იმ დონეზე ვერ იყო, როგორი სახელიც და საერთაშორისო პოპულარობა აქვს“.

ხვიჩას მეორე სეზონს და მის პრობლემებს ეხება ნეაპოლური Ilmionapoli და პარალელს ეზეკიელ ლავეცისთან ავლებს:

„ახლა კვარაცხელია განიცდის იმას, რაც ლავეციმ განიცადა. არგენტინელი ფეხბურთელი, რომელიც ძალიან ჰგავს ქართველს.

ლავეცი თავის დროზე სერია A-ში უცნობი ბიჭი იყო, რომელმაც ქომაგების გული მალევე მოინადირა და თავისი თამაშით ყველა მონუსხა. მაგრამ, როგორც კი გუნდებმა მისი სათამაშო სტილის შესწავლა მოახერხეს, სწორი კონტრზომები მიიღეს და არგენტინელიც, ქართველის მსგავსად შეზღუდეს“.

მაცარის მთავარი თავსატკივარი ხვიჩას ძველებურად ათამაშებდა მისი ეფექტურად გამოყენება არის. საამისოდ, გამოსავალი კვარასთვის მეტი თავისუფლებისა და სივრცის მიცემაა, რაც ცენტრისკენ ხშირად შეწევას გულისხმობს. თუ, სათამაშო სქემა არ შეიცვლება, მაშინ საამისოდ მარცხენა მცველის კარგი თამაში იქნება საჭირო, რომ ქართველმა შემტევმა ოსიმენის სიახლოვეს მეტი დრო გაატაროს.

ყველაზე კარგი გამოსავალი ალბათ მაინც სქემის ცვლილება და 3-5-2-ზე გადასვლაა, რაც მაცარის დიდი სურვილიც არის, რადგან იტალიელი სპეციალისტი მთელი კარიერაა 3-მცველიანი ტაქტიკით თამაშობს, თუმცა დე ლაურენტისის ახირებისთვის (პრინციპულად 4-3-3-ით თამაში) გვერდის ავლა მარტივი საქმე არ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა ახლა მოჩვენებად არის ქცეული... ნაპოლის ერთი დიდი პრობლემა აქვს“
„კვარა ახლა მოჩვენებად არის ქცეული... ნაპოლის ერთი დიდი პრობლემა აქვს“