G ლიგა: მამუკელაშვილის 34 ქულა და 22 მოხსნა ოსტინის რიგებში
NBA-ს მიმდინარე სეზონში სანდრო მამუკელაშვილს გრეგ პოპოვიჩი ნაკლებად ენდობა და „მამუც“ „სან ანტონიოში“ მცირე სათამაშო დროს იღებს.
ასეთ დროს, გუნდები ხშირად G ლიგას (NBA-ს განვითარების ლიგა) მიმართავენ და ნაკლები პრაქტიკის მქონე მოთამაშეებს იქ უშვებენ. „სფურსის“ ფარმ-კლუბი კი იქ „ოსტინი“ გახლავთ, რომელმაც ბოლო შეხვედრაში „ტეხასს“ 124:122 მოუგო.
ხსენებულ შეხვედრაში მამუკელაშვილმა ბრწყინვალედ ითამაშა და გამარჯვების მთავარი შემოქმედიც გახდა. „მამუმ“ 34 ქულა, 22 მოხსნა, 4 გადაცემა და 2 დაფარება გაიფორმა. 13-დან 5 სამქულიანი ჩააგდო, 11-დან 7 ორქულიანი, 6-დან 4 საჯარიმო.
„ოსტინი“ 5 მოგებითა და 6 მარცხით სამხრეთ დივიზიონში მე-6 პოზიციას იკავებს.