NBA-ს თასის ფინალი: ლეიკერსმა ინდიანა დაამარცხა - დევისმა იფრინა, ლებრონი MVP გახდა
გამთენიისას NBA-ში შიდასასეზონო ტურნირის ფინალი გაიმართა - „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ „ინდიანა პეისერსს“ 123:109 მოუგო და თასს დაეუფლა.
„ლეიკერსმა“ მთელი შეხვედრა დამაჯერებლად ჩაატარა და არცერთი მეოთხედი არ წაუგია - 3 მოიგეს და 1 ფრე. შეხვედრაში საუკეთესო ენტონი დევისი იყო, რომელმაც სოლიდური ორმაგი დუბლი გაიფორმა - 41 ქულა და 20 მოხსნა.
ლებრონმა 24 ქულა, 11 მოხსნა, 4 გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა.
„ინდიანას“ მხრიდან საუკეთესო ტაირიზ ჰალიბარტონი იყო, რომელმაც 20 ქულა და 11 მოხსნა გაიფორმა.
ლოს ანჯელესელებმა ტურნირზე ყველა (7) მატჩის მოგება შეძლეს.
თასის გადაცემის შემდეგ, ტურნირის MVP დასახელდა, რომელიც 39 წლის ლებრონ ჯეიმსი გახდა. „მეფემ“ ჯამში საშუალოდ ერთ შეხვედრაში 26.4 ქულა, 7.9 მოხსნა და 7.6 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ამ ასაკში მისი სტატისტიკა მართლაც შთამბეჭდავია. ასევე, აღსანიშნავია სროლების პროცენტიც - თამაშიდან ლებრონი 56.8%-ით ისროდა, სამქულიანებს კი 60.1%-ით.