ბაიერნი, აინტრახტი, ტომას ტუხელი
Aa
Aa

ტუხელი: “დღეს მთელი გუნდი არაადეკვატური იყო“

ბუნდესლიგის მიმდინარე ტურში სენსაცია დაფიქსირდა. ფრანკფურტის „აინტრახტმა“ „ბაიერნი“ 5:1 გაანადგურა. მატჩის დასრულების შემდეგ, „რეკორდმაისტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა კომენტარი გააკეთა.

ტუხელი:

„როდესაც მოსამზადებლად 1 კვირა გაქვს ყველაფერი უკეთ შეიძლება გაკეთეს. მატჩი საშინლად დავიწყეთ. კარგად არ გვითამაშია და უამრავი შეცდომა დავუშვით. დღეს მკაცრად დავისაჯეთ. საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, თუ როგორ დავიწყეთ ასე საშინლად ეს თამაში.

ჩვენ არ გვქონდა ის სისასტიკე და ვნება, როგორიც გასვლითი მატჩების მოსაგებად არის საჭირო. დასკვნა ის არის, რომ „აინტრახტის“ დონის გუნდის დასამარცხებლად დღეს საერთოდ არ ვიყავით მზად. დღეს მთელი გუნდი არაადეკვატური იყო, მათ შორის მეც.“

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ დღემდე, „ბაიერნმა“ ბოლოს ბუნდესლიგაში 5 გოლი 2019 წელს სწორედ „აინტრახტისგან“ გაუშვა. აღნიშნული დაპირისპირება 5:0 დასრულდა. ცნობისთვის, ამ წაგების შემდეგ, „რეკორდმაისტერს“ 32 ქულა დარჩა და ლევერკუზენის „ბაიერს“ 3 ქულით ჩამორჩება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩავი: “ჟირონას ლა ლიგის ტიტულისთვის ბრძოლა შეუძლია“
ჩავი: “ჟირონას ლა ლიგის ტიტულისთვის ბრძოლა შეუძლია“