ბაიერნი, აინტრახტი
Aa
Aa

5:1 - აინტრახტმა ბაიერნი გაანადგურა

ბუნდესლიგის მორიგ ტურში სენსაცია დაფიქსირდა. ფრანკფურტის „აინტრახტმა“ საკუთარ კედლებში მიუნხენის „ბაიერნი“ 5:1 გაანადგურა.

საინტერესოა, რომ ბოლოს „რეკორდმაისტერმა“ ბუნდესლიგაში 5 გოლი 2019 წელს სწორედ ფრანკფურტის „აინტრახტისგან“ გაუშვა.

„ბაიერნის“ რბევა მარმუშმა მე-12 წუთზე დაიწყო და უკვე 36-ე წუთზე ტაბლოზე 3:0 ფიქსირდებოდა. სტუმართა მხრიდან ერთი გოლი 44-ე წუთზე კიმიხმა გაიტანა.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს და მატჩის საბოლოო შედეგი 5:1 დააფიქსირეს.

აღსანიშნავია, რომ, თუ ლევერკუზენის „ბაიერი“ მიმდინარე ტურში „შტუტგარტს“ დაამარცხებს, „რეკორდმაისტერთან“ სხვაობა 6 ქულამდე გაიზრდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლაპორტა: ლა ლიგა პრემიერლიგაზე კონკურენტუნარიანია
ლაპორტა: ლა ლიგა პრემიერლიგაზე კონკურენტუნარიანია