ბარსელონა, ჩავი ერნანდესი, ჟირონა
Aa
Aa

ჩავი: “ჟირონას ლა ლიგის ტიტულისთვის ბრძოლა შეუძლია“

ლა ლიგის მორიგ ტურში „ბარსელონა“ „ჟირონას“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და მოწინააღმდეგე გუნდის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

რა თქვა ჩავიმ?

„ზოგიერთისთვის გასაკვირია, რომ „ჟირონა“ მადრიდის „რეალთან“ ერთად ჩემპიონატის ლიდერია, მაგრამ ჩემთვის არა. მათი მწვრთნელი მიშელი შესანიშნავი ტაქტიკოსია. „ჟირონას“ სათამაშო სტილი ჩვენსას ჰგავს. ჩვენი მოწინააღმდეგე დიდებულ ფეხბურთს თამაშობს და მინდა, რომ მათ უბრალოდ მივულოცო.

ისინი სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ და ჩვენგან დიდად არ განსხვავდებიან. ვეცდებით, რომ მატჩში უწყვეტობა გვქონდეს. ვფიქრობ, „ჟირონას“ ლა ლიგის ტიტულისთვის ბრძოლა შეუძლია. წარმოიდგინეთ, ისინი ახლა 4 ქულით გვისწრებენ. მომწონს როგორი უშიშრები არიან, როგორ უტევენ და როგორი მამაცები არიან. სწორედ ამის გამო არიან ისინი ცხრილის სათავეში.“

ცნობისთვის, „ჟირონას“ და მადრიდის „რეალს“ 38-38 ქულა აქვთ, ხოლო ბარსას 34. ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 10 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლაპორტა: ლა ლიგა პრემიერლიგაზე კონკურენტუნარიანია
ლაპორტა: ლა ლიგა პრემიერლიგაზე კონკურენტუნარიანია