გასტონის 5 ზუსტი ჯარიმა - შავი ლომი გლოსტერთან დამარცხდა
ჩელენჯ თასის პირველ ტურში „შავი ლომი“ მიხელ მესხის სახელობის სტადიონზე ინგლისურ „გლოსტერს“ დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, მძიმე ბრძოლაში, 10:15 დამარცხდა.
პირველი ტაიმი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და მე-11 წუთზე ბარტონმა ჯარიმა გაიტანა. ზუსტად 6 წუთში ბარტონმა კიდევ ერთი საჯარიმო შეასრულა ზუსტად და ანგარიში 6:0 გახდა.
ამის შემდეგ, მასპინძლები გააქტიურდნენ და მატკავამ ბრწყინვალე ლელო დადო. ქართველი მორაგბე რამდენიმე მოწინააღმდეგეს დაუსხლტა. მატკავამ გარდასახვაც ზუსტად შეასრულა და „შავი ლომი“ 7:6 დაწინაურდა. 28-ე წუთზე ბარტონმა ჯარიმების ჰეთ-თრიკი გაიფორმა და პირველი ნახევარი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.
მეორე ტაიმი კვლავ „გლოსტერის“ უპირატესობით წარიმართა. 48-ე და 71-ე წუთებზე ბარტონმა კვლავ ჯარიმები გაიტანა, შუალედში კი ერთი საჯარიმო მატკავამ შეასრულა ზუსტად. ჯამში 15:10 და „გლოსტერმა“ გაიმარჯვა.
ცნობისთვის, შემდეგ ტურში „შავი ლომი“ „სკარლეტს“ ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება 16 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 01:00-დან დაიწყება.
მატკავას ლელო