ლუკა ბერულავა, ანასტასია მეტელინკა
Aa
Aa

პეკინის გრანპრი: ქართული წყვილი ფინალური სერიის გამარჯვებული გახდა

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში იუნიორთა შორის ფიგურულ ციგურაობაში გრანპრის სერია მიმდინარეობს.

ქართულმა წყვილმა ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ გამოსვლა ბრწყინვალედ დაასრულა და ოქროს მედალიც მოიპოვა.

მოკლე პროგრამაში ქართულმა წყვილმა კარიერის სარეკორდო შედეგი დააფიქსირა - 70.48 ქულა (38.98 ტექნიკური ელემენტებისთვის + 31.50 პროგრამული კომპონენტებისთვის) მიიღო.

ქართულმა წყვილმა მეორე ადგილზე გასულ კანადელებს დიდი უპირატესობით აჯობა.

ჩვენმა წყვილმა თავისუფალი პროგრამაც საუკეთესო მაჩვენებლით (131.63 ქულა) დაასრულა.

ამრიგად, ჯამური მაჩვენებლით (202.11 ქულით) - ბერულავა-მეტელკინას წყვილი გრანპრის ფინალის გამარჯვებული გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თოფურია: „ვოლკანოვსკის შანსი არ აქვს, ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ჩხუბი მექნება“
თოფურია: „ვოლკანოვსკის შანსი არ აქვს, ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ჩხუბი მექნება“