გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„ორი წარმოუდგენელი წითელი გვიჩვენეს“ - მამარდაშვილი მატჩის შემდეგ

ლა ლიგის მე-16 ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ სტუმრად „ხეტაფეს“ დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.

მამარდამ ბრწყინვალედ ითამაშა და მატჩის MVP-იც გახდა. შეხვედრის შემდეგ, ქართველმა მეკარემ პრესასთან ისაუბრა და არბიტრის გადაწყვეტილებები გააკრიტიკა.

„ამაზე საუბარიც კი მიჭირს. რთული თამაში გამოვიდა. სირცხვილია, მათ ორი წარმოუდგენელი წითელი ბარათი გვიჩვენეს. ახლა ჩვენ რეაბილიტაცია უნდა მოვახდინოთ. მომავალ კვირას ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის. ძალები უნდა აღვიდგინოთ.

პირველი წითელი გაბრიელმა მიიღო და ეს ლაპარაკისთვის მოხდა, თუმცა მგონია, რომ მას არაფერი დაუშავებია. ხავი გუერამაც საუბრისთვის მიიღო ბარათი. იმ მომენტში არაფერი დამინახავს, არ ვიცი.

ბორდალასი? ის ძალიან ძლიერი და კარგი მწვრთნელია“.

- განაცხადა მამარდაშვილმა Movistar Plus-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ „ვალენსია“ მომდევნო ტურში „მესტალიაზე“ „ბარსელონას“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მატჩს გამოეთიშა, სერიოზული შეცდომა დაუშვა“ | როგორ შეაფასეს იტალიაში ხვიჩას თამაში
„მატჩს გამოეთიშა, სერიოზული შეცდომა დაუშვა“ | როგორ შეაფასეს იტალიაში ხვიჩას თამაში