„კვარა ახლა მოჩვენებად არის ქცეული... ნაპოლის ერთი დიდი პრობლემა აქვს“
იტალიელმა ჟურნალისტმა უმბერტო კიარიელომ Campania Sport-ის ეთერში „იუვენტუსი“ „ნაპოლის“ მატჩი შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კრიტიკულად ისაუბრა.
„ნაპოლიმ ზედიზედ მესამედ წააგო. მათ მიერ ნათამაშები მეორე ტაიმი კიდევ ერთი იმედგაცრუება იყო. ეს ვალტერ მაცარის ბრალი არ არის. ჩვენ მას დრო უნდა მივცეთ. უფრო ნაკლებად რთულ მეტოქეებთან შედეგის მისაღებად. ის საშინლად რთული მატჩების წინ დანიშნეს.
ნაპოლის საუკეთესო ფეხბურთელებმა უღალატეს. როგორ შეიძლებოდა კვარას იმ მომენტში ვერ გაეტანა? ქართველი ახლა მოჩვენებად არის ქცეული, თავისი თავის აჩრდილია. მოედანზე ყველაზე ცუდი იყო.
რეალური შანსი ხელიდან დი ლორენცომაც გაუშვა. ნაპოლის ამ მხრივ უზარმაზარი პრობლემა აქვს, რომელსაც მყისიერი მოგვარება სჭირდება. გუნდი რეალთან, ინტერთან და დღესაც მეორე ტაიმში შესამჩნევად დაეცა“.
მომდევნო 3 მატჩი ვალტერ მაცარის გუნდს შედარებით მარტივი აქვს. ნეაპოლელები 3 საშინაო შეხვედრას გამართავენ: ჩემპიონთა ლიგაზე „ბრაგასთან“, შემდეგ სერია A-ში „კალიარისთან“ და იტალიის თასზე „ფროზინონესთან“.
კვარას ყველა მომენტი იუვენტუსთან