გოგა ბითაძე, ორლანდო მეჯიქი
Aa
Aa

NBA: ბითაძის მაგარი მატჩი - 13 ქულა, 8 მოხსნა, 4 დაფარება

გამთენიისას NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა. გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „დეტროიტ პისტონსს“ 123:91 მოუგო.

გოგამ ამ გამარჯვებაში სოლიდური წვლილი შეიტანა. ქართველმა ცენტრმა ჯამში 27:52 წუთი ითამაშა. მისი მონაგარი 13 ქულა, 8 მოხსნა, 2 გადაცემა და 4 ბლოკი იყო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი +26 გახლდათ. ბითაძემ თამაშიდან 7-დან 6 ორქულიანი ჩააგდო.

ქართველი ცენტრის გუნდმა შეხვედრაში ოთხივე მეოთხედის მოგება შეძლო.

„ორლანდოს“ რიგებში საუკეთესო ტრადიციულად ფრანც ვაგნერი იყო, რომელმაც 27 ქულა ჩააგდო. პაოლო ბანკეროს 24 ქულა ჰქონდა.

„ორლანდოს“ ამ შეხვედრის შემდეგ, აღმოსავლეთ კონფერენციაში 15 გამარჯვება და 7 მარცხი აქვს. ბითაძის გუნდი მე-2 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონფერენციის კვირის მოთამაშე - ნატალია ოთხმეზურის აღიარება
კონფერენციის კვირის მოთამაშე - ნატალია ოთხმეზურის აღიარება