თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას მორიგი ბრწყინვალე მატჩი | 27 ქულა და მატჩის MVP

თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო. ქართველი კალათბურთელის გუნდი, ევროლიგის ეგიდით, თელ ავივის „მაკაბის“ დაუპირისპირდა და მეტოქე 100:90 დაამარცხა.

შენგელია საოცარ ფორმაში იმყოფება და მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. „ვირტუს ბოლონიას“ მძიმე ფორვარდი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო და მატჩი 27 ქულით, 8 მოხსნით (3 მეტოქის ფარზე), 1 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით დაასრულა.

შენგელიამ პარკეტიდან ბრწყინვალე პროცენტით შეუტია და 13-დან 10 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 34 გახლდათ, რაც ორივე გუნდის რიგებში უმაღლესი მაჩვენებელი იყო და თოკომ მატჩის MVP-ის ჯილდო დაისაკუთრა.

ცნობისთვის, „ვირტუს ბოლონიამ“ ევროლიგის ეგიდით, ზედიზედ მეორედ იმარჯვა და 9 მოგებითა და 4 წაგებით სატურნირო ცხრილის მე-3 პოზიციას იკავებს. ქართველი კალათბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას იტალიის ჩემპიონატში გამართავს და „ოლიმპია მილანოს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მატჩის მეფე გახდა | მამარდაშვილის 5 სეივი ქულის ასაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა
მატჩის მეფე გახდა | მამარდაშვილის 5 სეივი ქულის ასაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა