ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, პიოტრ ჟიელინსკი
Aa
Aa

ჟელინსკი: „როცა კვარას და ოსის კარგად იყვანენ, ინიციატივა სხვებმა უნდა გამოვიჩინოთ“

„ნაპოლის“ ფეხბურთელმა, პიოტრ ჟელინსკიმ „იუვენტუსთან“ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც მისმა გუნდმა 0:1 წააგო. პოლონელმა ნახევარმცველმა ინტერვიუ DAZN-ს მისცა და განაცხადა, რომ, როცა ვიქტორ ოსიმენსა და ხვიჩა კვარაცხელიას ინდივიდუალურად მეურვეობენ და კარგად იყვანენ, „ნაპოლის“ სხვა მოთამაშეებმა ინიციატივა უნდა გამოიჩინონ.

„კარგი მატჩი გვქონდა, ბურთს ვაკონტროლებდით და მომენტები შევქმენით, მაგრამ ფინიშინგი დაგვაკლდა. პირველ ტაიმში, როცა შანსები გვქონდა, ერთი ან ორი გოლი რომ გაგვეტანა, სხვა თამაში წავიდოდა.

დანი კარვახალი ხვიჩა კვარაცხელიას ინდივიდუალურად მეურვეობდა. ხშირია შემთხვევები, როცა ვიქტორ ოსიმენსაც ინდივიდუალურად მეურვეობენ. ასეთ დროს, ნაპოლის სხვა ფეხბურთელებმა ბევრად მეტი უნდა გააკეთონ. თუ კვარასა და ოსის კარგად იყვანენ, დანარჩენებმა პასუხისმგებლობა ჩვენს თავზე უნდა ავიღოთ და ბალანსის შესაცვლელად რაღაც გავაკეთოთ.

ნახევარმცველებმა უკეთ უნდა ვიმოძრაოთ და ხაზებს შორის მეტი ხარისხი ვაჩვენოთ. ტექნიკურად ძლიერი ფეხბურთელები ვართ და თუ სივრცეებს უკეთ დავიკავებთ, შემტევებს მეტ მომენტს შევუქმნით. მთავარი მწვრთნელი შორეული დარტყმების განხორციელებასაც გვთხოვს და ამ კომპონენტზეც უნდა ვიმუშაოთ“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ 24 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციას იკავებს. „პარტენოპეის“ მომდევნო გაჩერება ჩემპიონთა ლიგაა, რომლის ეგიდითაც, „ბრაგასთან“ უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩამ მაგარი მომენტი ვერ გამოიყენა | ნაპოლი იუვენტუსთან დამარცხდა
ხვიჩამ მაგარი მომენტი ვერ გამოიყენა | ნაპოლი იუვენტუსთან დამარცხდა