ხვიჩა კვარაცხელია, მასიმილიანო ალეგრი, ვოიცეხ შჩესნი
Aa
Aa

„კვარას მომენტისას შჩესნიმ შესანიშნავად ითამაშა“ | რა თქვა ალეგრიმ მატჩის შემდეგ

იტალიის სერია A-ს მე-15 ტურში, ტურინის „იუვენტუსმა“ „ნაპოლი“ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა და მოსისხლე მტერს 1:0 სძლია. მატჩის შემდეგ, „ბებერი ქალბატონის“ მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ საკუთარი შეგირდების თამაშსა და 3 ქულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით და გამარჯვების წყალობით, ნაპოლის 12 ქულით გავასწარით. პარტენოპეი ძლიერი და ხარისხიანი გუნდია. გვჭირდებოდა, იუვენტუსს ხასაიათი გამოევლინა და სწორედ ეს გავაკეთეთ. მიუხედავად იმისა, რომ ბურთის ფლობა მეტოქის მხარეს იყო, ჩვენს კართან სახიფათო მომენტები არ შექმნილა.

იუვენტუსს პროგრესი აქვს. კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ, თუმცა, პირველ ნახევარში კონტრშეტევების მიღება გავრისკეთ. ხვიჩას ეპიზოდში შჩესნი ძალიან კარგი იყო და დი ლორენცოს მომენტშიც შესანიშნავად ითამაშა. თითოეულ მატჩს ინდივიდუალურად უნდა მივუდგეთ და ხვალიდან მთელი ყურადღება ჯენოასთან შეხვედრაზე გვექნება გადატანილი.

მართალია, ზოგიერთ ასპექტში მოსამატებელი გვაქვს, მაგრამ შეცდომების გამო, არ ვღიზიანდებით და ეს წინგადადგმული ნაბიჯია. კვარას ეპიზოდის შემდეგ, რომელიც კინაღამ გოლით დასრულდა, გუნდი არ გაღიზიანებულა, ეს კი ნიშნავს, რომ წინსვლა გვაქვს. ვიცოდით, რომ ხარისხიან გუნდს ვხვდებოდით, რომელსაც დრიბლინგი კარგად გამოსდის. გავაანალიზეთ, რა სირთულეები უნდა გადაგველახა და ადაპტაცია მოვახდინეთ. კარგი თამაში საკმარისი არაა, მთავარი შედეგია და დღეს მიზანს მივაღწიეთ“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ 24 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციას იკავებს. „პარტენოპეის“ მომდევნო გაჩერება ჩემპიონთა ლიგაა, რომლის ეგიდითაც, „ბრაგასთან“ უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩას გარეშე ნაკლები სანერვიულო გვექნება“ | ლუქსემბურგელთა თავკაცი საქართველოსთან მატჩზე
„ხვიჩას გარეშე ნაკლები სანერვიულო გვექნება“ | ლუქსემბურგელთა თავკაცი საქართველოსთან მატჩზე