გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მატჩის მეფე გახდა | მამარდაშვილის 5 სეივი ქულის ასაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა

ესპანეთის ლა ლიგის მე-16 ტურში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ სტუმრად „ხეტაფეს“ დაუპირისპირდა. ქართველმა მეკარემ მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, მაგრამ საკუთარი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა და „ღამურებმა“ 0:1 წააგეს.

შეხვედრის პირველ ტაიმში მომენტები ვერც ერთმა გუნდმა ვერ შექმნა. მაყურებლებმა საწყის 45 წუთში მხოლოდ 1 ზუსტი დარტყმა იხილეს. მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე, „მამარდას“ კარს ბორხა მაიორალი დაემუქრა, მაგრამ მისი დარტყმა გიორგის ხელებში მიუვიდა.

მეორე ტაიმის 50-ე წუთზე, „ვალენსია“ მოედანზე 10 კაცით დარჩა და გაბრიელ პაულისტამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, რის შემდეგაც, „ხეტაფე“ გააქტიურდა. 56-დან 58-ე წუთამდე, მასპინძლებს გოლის გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდათ, მაგრამ მამარდაშვილმა შესანიშნავად ითამაშა და საკუთარი გუნდი გადაარჩინა.

მე-80 წუთზე, გიორგიმ ხაიმე მატას დარტყმა მოიგერია, თუმცა კარი მშრალად მაინც ვერ შეინახა. 

87-ე წუთზე, ბორხა მაიორალმა „ღამურების“ კარი თავური დარტყმით აიღო. გოლის ეპიზოდში მამარდაშვილი ვერაფერს იზამდა და მიუხედავად იმისა, რომ მისმა გუნდმა წააგო, შეხვედრის მეფე (მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი) მაინც ქართველი მეკარე გახდა.

აღსანიშნავია, რომ „ვალენსიამ“ მატჩი 9 კაცით დაასრულა, „ხეტაფემ“ - ათით. „ღამურებმა“ ლა ლიგაში ზედიზედ მეორედ წააგეს და 19 ქულით მე-10 პოზიცია უკავიათ. მათი მომდევნო მეტოქე „ბარსელონაა“, რომელსაც საკუთარ კედლებში შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩას გარეშე ნაკლები სანერვიულო გვექნება“ | ლუქსემბურგელთა თავკაცი საქართველოსთან მატჩზე
„ხვიჩას გარეშე ნაკლები სანერვიულო გვექნება“ | ლუქსემბურგელთა თავკაცი საქართველოსთან მატჩზე