„ხანდახან დაფასება გჭირდება“ - Sky-ის ჟურნალისტი კვარას კონტრაქტზე
Sky-ის ჟურნალისტმა ლუკა მარკეტიმ რადიო Marte-სთან საუბრისას ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტის განახლებაზე დასმულ კითხვებს უპასუხა.
„მართალია, რასაც დე ლაურენტისი ამბობს, მას კლუბთან ხანგრძლივი კონტრაქტი აკავშირებს. ის ფაქტი აშკარაა, რომ ქართველი ნეაპოლელთა მაისურისთვის ყველაფერს იღებს და თავს არ ზოგავს. თუმცა ხანდახან გჭირდება დაფასება და მეტი სიამოვნება. უნდა იყო უფრო მშვიდად და მყარად, რადგან, როცა შენი ფეხბურთელის შესაძენად ვიღაც მოდის, ეს ყველაფერი დაგჭირდება.
ერთია იმის ფიქრი, თუ ვინ გამოიმუშავებს წლიურად 1 მილიონს და მეორეა, თუ მოცემული მოთამაშე 2 ან 6 მილიონს მიიღებს. გუნდები, რომლებსაც კვარას შეძენა შეუძლიათ ცოტანი და ძალიან მდიდრები არიან. შენ ეუბნები მას, რომ სთავაზობ ამჟამინდელზე ოთხმაგად მეტ ანაზღაურებას. არის ფსიქოლოგიური განსხვავებაც, რაზეც დაფიქრება ღირს.
დე ლაურენტისის პოზიცია ასეთია - არსებობს მოქმედი კონტრაქტი, რომელზეც ხელი მოწერილია და მაგიდაზე არავის დაუდია იარაღი, რომელიც ვინმესკენ არის მიმართული. ნაპოლის ლეგიტიმური პოზიცია ასეთია“.
- განაცხადა მარკეტიმ.