ალექსანდრე თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

ვოლკანოვსკის თანაგუნდელმა ალექსანდრე თოფურია გამოიწვია

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი მომდევნო ბრძოლას ილია თოფურიას წინააღმდეგ გამართავს. ავსტრალიელი მებრძოლის თანაგუნდელმა, ჯასტინ ვან ჰერდენმა „ელ მატადორის“ ძმა, ალექსანდრე თოფურია გამოიწვია და მასთან იმავე ღონისძიებაზე, UFC 298-ზე ჩხუბის სურვილი გამოთქვა.

„ვის უნდა, რომ თებერვალში ილია თოფურიას ძმას ვეჩხუბო? ეს უნდა მოხდეს“, - განაცხადა ვან ჰერდენმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

საინტერესოა, რომ თანაგუნდელის სიტყვებს ვოლკანოვსკიც გამოეხმაურა. „ვოლკმა“ „ტვიტერზე“ პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა: „მოდი, ეს ბრძოლა გავმართოთ და გვიყურეთ ძმებ თოფურიებს როგორ დავამარცხებთ. მარტივი ფულია“.

ცნობისთვის, ვან ჰერდენს კარიერაში 17 ბრძოლა აქვს გამართული. მის ანგარიშზე 12 მოგება და 5 მარცხია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ასტრონომიული შეთავაზება | მანჩესტერმა არაუხოს შესაძენად ყველაფერი გააკეთა
ასტრონომიული შეთავაზება | მანჩესტერმა არაუხოს შესაძენად ყველაფერი გააკეთა