იუნაიტედი იანვარში კაზემიროს, ვარანისა და სანჩოს გაყიდვას გეგმავს
„მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა უახლოეს მომავალში სამ ფეხბურთელს შეელიოს.
„მანკუნიანელები“ მზად არიან მოუსმინონ შეთავაზებებს და რამდენიმე ცნობილ ფეხბურთელს შეელიონ, რომლებსაც ტენ ჰაგთან არც ისე კარგი ურთიერთობა აქვთ.
The Independent-ის ცნობით, კაზემირო, რაფაელ ვარანი და ჯეიდონ სანჩო ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ტრანსფერზე დადგებიან. კლუბი მათ სანაცვლოდ წინადადებებს მოისმენს.
რაც შეეხება უშუალოდ კაზემიროს, ტენ ჰაგს გუნდში განსხვავებული ტიპის საყრდენი ნახევარმცველის ხილვა სურს. თავად ბრაზილიელიც გუნდის დატოვებისკენ იხრება.
აღსანიშნავია, რომ კლუბი ახალწვეულების მოსაყვანად კლუბი მუშაობას მხოლოდ მოთამაშეების გაყიდვის შემდეგ დაიწყებს.
კლუბის მთავარი მიზანი ცენტრალური მცველის შეძენაა. მთავარ კანდიდატად „ნიცადან“ ჟან-კლერ ტოდიბო ითვლება. კლუბი ასევე ნახევარდაცვაში 8 ნომრის პოზიციაზე მოთამაშე შუახაზელსაც დაიმატებს.