ხვიჩა კვარაცხელია, ვალტერ მაცარი
Aa
Aa

„მისი სახელი ჭკუიდან გადამიყვანს“ | მაცარის კვარას მეტსახელი შეეშალა

8 დეკემბერს, თბილისის დროით, 23:45-ზე, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება. „ბებერ ქალბატონთან“ მატჩის წინ, „პარტენოპეის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვალტერ მაცარიმ პრესკონფერენცია გამართა და ქართველ ფეხბურთელს შეცდომით „კავრა“ უწოდა.

„ასევე, უნდა გვესმოდეს, რომ როცა კავრაზე 3 ფეხბურთელი გადადის... სწორად ვთქვი? იმიტომ, რომ ისეთი სახელი აქვს, ჭკუიდან გადავალ. როცა მასზე სამი ფეხბურთელი მიდის, ორ პოზიციაზე სივრცე თავისუფლდება და ეს სივრცეები უნდა ავითვისოთ“.

შეგახსენებთ, რომ 14 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ 24 ქულით სერია A-ს სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილს იკავებს. მასიმილიანო ალეგრის გუნდს 33 ქულა აქვს და ლიდერ „ინტერს“ 2 ქულით ჩამორჩება. „ბიანკონერი“ მასპინძლის რანგში იქნება და წარმატებული სერიის გაგრძელებას შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბითაძის 24 წუთი და 6 ქულა - ორლანდო ზედიზედ მეორედ დამარცხდა
ბითაძის 24 წუთი და 6 ქულა - ორლანდო ზედიზედ მეორედ დამარცხდა