არეულობა ქუჩებში და გადამწვარი ქალაქი - სანტოსის გავარდნას ფანების პროტესტი მოჰყვა
ბრაზილიის საფეხბურთო ჩემპიონატის მთავარი ლიგიდან „სანტოსის“ გავარდნას ქალაქში არეულობა მოჰყვა. ისტორიაში პირველად, „სანტოსი“ სერია A-დან სერია B-ში დაქვეითდა, რასაც კლუბის გულშემატკივრების კრიტიკული რეაქცია გამოიწვია.
Uf, así está la entrada al Estadio Vila Belmiro del Santos, un club con 8 títulos de liga, 3 Libertadores y 2 Intercontinental, que hoy se está yendo a la B por primera vez.
— Ataque Futbolero (@AtaqueFutbolero) December 7, 2023
Triste imagen. ???????????? pic.twitter.com/ulJ5YMK1Wy
გათამაშების ბოლო ტურში „სანტოსმა“ საკუთარ მოედანზე „ფორტალეზას“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 1:2 დამარცხდა. სანტოსელებს სერია A-ში დასარჩენად მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდათ, რითაც ისინი გასავარდნ ზონას თავს დააღწევდნენ, თუმცა, მასპინძლებმა დიდი მცდელობის მიუხედავად, თამაშის მოგება ვერ შეძლეს და ისტორიაში პირველად, სერია A-დან გავარდნენ.
საყვარელი გუნდის წარუმატებლობას გულშემატკივრებში უარყოფითი დამოკიდებულება მოჰყვა და შეხვედრის დასრულების შემდეგ ფანებმა სანტოსის ქუჩებში ნამდვილი არეულობა მოაწყვეს. სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, რომელშიც ნაჩვენებია სხვადასხვა ქუჩებში როგორ წვავენ მანქანებს და სხვადასხვა სახის კონსტრუქციებს გულშემატკივრები, არეულობა კი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა.
a torcida do Santos tacando fogo em ônibus
— Central do Braga (@CentralDoBrega) December 7, 2023
pqp que isso pic.twitter.com/HorLZP5h6y
????Chaotic scenes near the Vila Belmiro after Santos was relegated.
— Brasil Football ???????? (@BrasilEdition) December 7, 2023
pic.twitter.com/CAIYJ1nYu6
Santos have been relegated for the first time in their history, and their supporters are a tad upset.
— These Football Times (@thesefootytimes) December 7, 2023
pic.twitter.com/bg1OwVjiDM
საბოლოოდ, სიტუაცია სპეცდანიშნულების რაზმებმა დააშოშმინეს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, პოლიციამ სხვადასხვა ბრალდებებით ათეულობით გულშემატკივარი დააკავა.
ცნობისთვის, „სანტოსმა“ აწ უკვე დასრულებულ სეზონში 43 ქულა დააგროვა და მე-17 ადგილზე გავიდა, გასავარდნი ზონის ზემოთ მყოფ „ბაჰიას“ კი 1 ქულით ჩამორჩა.