ბარსელონა, თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია
Aa
Aa

შენგელიას მაგარი მატჩი - ვირტუს ბოლონიამ ბარსელონა დაამარცხა

ევროლიგის მორიგ ტურში „ვირტუს ბოლონიამ“ „ბარსელონას“ უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში 80:75 დაამარცხა.

მატჩი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. პირველი ორი მეოთხედის განმავლობაში სტუმრები დომინირებდნენ და ტაიმის დასრულების შემდეგ „ბარსელონა“ 45:33-ს იგებდა.

მეორე ტაიმში ყველაფერი შეიცვალა. მესამე მეოთხედი „ბოლონიამ“ დამაჯერებლად 23:16 მოიგო და გადამწყვეტი მეოთხედის წინ სხვაობა 5 ქულამდე დავიდა. ბოლოს კი იტალიელებმა 24:14 გაიმარჯვეს და ჯამში 5 ქულით მოიგეს.

როგორც ყოველთვის, თორნიკე შენგელია ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პირველი ტაიმი ჩააგდო, თუმცა მეორე ნახევარში თამაში გამოასწორა და გამარჯვება მეტწილად მისი დამსახურებაა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 31 წუთი და 51 წამი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში შენგელიამ 14 ქულას, 9 მოხსნას და 2 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. ორმაგ დუბლამდე კი მხოლოდ ერთი მოხსნა დააკლდა.

ცნობისთვის, ამ გამარჯვების შემდეგ, „ვირტუს ბოლონია“ სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება და მხოლოდ „რეალს“ და „ბარსელონას“ ჩამორჩება. შემდეგ ტურში, ქართველი კალათბურთელის გუნდი „მაკაბის“ უმასპინძლებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დ’აგოსიტნო: კვარა ფლანგზე მარტოა, ეს პრობლემაა, რომელიც ორმაგდება
დ’აგოსიტნო: კვარა ფლანგზე მარტოა, ეს პრობლემაა, რომელიც ორმაგდება