პირლო: “2006 წელს რეალში გადავდიოდი“
ანდრეა პირლო იტალიურ მედიას სხვადასხვა საინტერესო საკითხზე ესაუბრა. ყოფილმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ 2006 წელს მადრიდის „რეალთან“ შეთანხმება ჰქონდა.
პირლო:
„2006 წლის მუნდიალის დასრულების შემდეგ, კალოჩოპოლის სკანდალი დაიწყო. იყო საშიშროება, რომ „იუვენტუსთან“ ერთად სერია ბ-ში „მილანიც“ გავარდნილიყო. „რეალის“ მთავარ მწვრთნელად ფაბიო კაპელო დაინიშნა. მას ვესაუბრე და „ბლანკოსთან“ შეთანხმება დავდე.
როდესაც „მილანმა“ წინასასეზონო მოსამზადებელი პერიოდი დაიწყო მივედი და გვითხრეს, რომ ჩემპიონატს რამდენიმე ქულის გამოკლებით დავიწყებდით. „რეალში“ გადასვლა გადაწყვეტილი მქონდა, მაგრამ შემდეგ მილანელოზე ადრიანო გალიანის შევხვდი. ჩემს აგენტთან ერთად დარჩენა გადავწყვიტეთ.“
შეგახსენებთ, რომ ყოფილმა ნახევარმცველმა „როსონერი“ 2011 წელს დატოვა და კარიერა „იუვენტუსში“ გააგრძელა.
პირლომ ტურინული გრანდის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 164-ჯერ მოირგო, 19 გოლი გაიტანა და 38 საგოლე გადაცემა შეასრულა. დღეს, ანდრეა „სამპდორიას“ მთავარი მწვრთნელია.