კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პლეიოფი: სპაერი თელავი 1:1 დასრულდა
ვარკეთილში „სპაერი არენაზე“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ადგილისთვის ბრძოლა შედგა - მეორე ლიგის მესამე ადგილოსანმა „სპაერმა“ პირველ შეხვედრაში უმაღლესი ლიგის მერვე ადგილოსან „თელავს“ უმასპინძლა და ფრედ 1:1 ითამაშა.
კახაბერ მაისურაძის გუნდმა პირველი ტაიმი კარგად ჩაატარა და 36-ე წუთზე საბა გეგიაძის გოლით მოიგო.
მეორე ნახევარში გეორგიოს კოსტისის გუნდმა თამაში გამოასწორა და 61-ე წუთზე მიხეილ ბაშელეიშვილის პასით ირაკლი რუხაძემ წონასწორობა აღადგინა.
ამის შემდეგ, სათამაშო უპირატესობა სტუმრების მხარეს იყო, თუმცა მეტი გოლის გატანა ვეღარ შეძლეს.
აქვე გეტყვით, რომ დღეს პლეი-ოფის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მე-9 ადგილოსანი, „სამტრედია“ და „კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2“-ის მეორეადგილოსანი, „გარეჯი 1960“ დაუპირისპირდნენ.
მატჩი სამტრედიელებმა 4:1 მოიგეს. პლეი-ოფის ორივე წყვილის განმეორებითი მატჩი 10 დეკემბერს გაიმართება.