ანტონი: “ციფრული სასამართლო ცხოვრებას ანგრევს, არავინ კითხულობს როგორ ვარ“
როგორც მოგეხსენებათ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელს ანტონის მეგობარ გოგონაზე ფიზიკური ძალადობა ედება ბრალად. ამის გამო, ბრაზილიელი შემტევი ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთეს და „წითელ ეშმაკებშიც“ საკმაოდ მცირე დრო სათამაშო დრო აქვს.
ანტონის დღემდე აკრიტიკებენ, ხოლო თავად მას შექმნილი ვითარება აღელვებს. ამ ყველაფერზე კი ღიად ისაუბრა.
რა თქვა ანტონიმ?
„დღეს ჩემს მიმართ კრიტიკა ყოფილი გუნდისგან და თანაგუნდელებისგან ისევ ისმის. ისინი თავიანთ აზრს უსაფუძვლოდ გამოხატავენ და ამით გულშემატკივრებზე და მედიაზე გავლენას ახდენენ. არასდროს მომისმენია ისეთი კრიტიკა, რომელიც ჯანსაღი იქნებოდა და განვითარებაში დამეხმარებოდა.
არცერთ მათგანს არ უკითხავს, თუ როგორ ვგრძნობ თავს ასეთი რთულ პერიოდში. ციფრული სასამართლო სიცოცხლეს ანგრევს. ყველანაირი კონტექსტი განზეა გაწეული და სიმართლეს მნიშვნელობა აღარ აქვს.“
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში, ბრაზილიელ ფეხბურთელს ყოფილმა პარტნიორმა გოგონამ უჩივლა. 33 წლის ინგრიდ ლანამ განაცხადა, რომ 2022 წელს ანტონი მას თავს დაესხა და სექსუალურად ავიწროებდა.
ამ მომენტისთვის, გამოძიება მიმდინარეობს. თავად ფეხბურთელი დანაშაულს უარყოფს, მაგრამ ბრაზილიის ნაკრებიდან მაინც მოკვეთეს.