ბრაიან სარაგოსა
Aa
Aa

„ძლიერი და არაპროგნოზირებადია“ | ბაიერნმა სარაგოსა გაიფორმა

მიუნხენის „ბაიერნმა“ ბრაიან სარაგოსა შეიძინა. „გრანადას“ აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი „რეკორდმაისტერს“ 2024/25 წლების სეზონიდან შეუერთდება და გერმანულ გრანდთან 5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, რომელიც 2029 წლის 30 ივნისამდე იქნება გათვლილი.

„ბრაიან სარაგოსა ძლიერი, ძალიან სწრაფი და მოქნილი გარემარბია, რომელსაც ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში. ის არაპროგნოზირებადი, სახიფათო და ერთ-ერთზე ძალიან ძლიერია. ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო შეხვედრა უკვე ჩაატარა და დიდი პოტენციალი აქვს.

ბრაიანი ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ესპანელი ფეხბურთელია და დიდი ხანია, ჩვენს რადარზე იმყოფება. ის ჩვენს შეტევით ვარიანტებს გაზრდის. სარაგოსას გრანადასთან ერთად, მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნაწილში, ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ“, - განაცხადა „ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა, კრისტოფ ფროინდმა.

ავტორიტეტული გერმანული გამოცემის, BILD-ის ინფორმაციით, „რეკორდმაისტერი“ „გრანადას“ 13 მილიონ ევროს გადაუხდის, რასაც 2 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მკითხა, იტალიის ნაკრებში ხომ არ ითამაშებო“ - კვარა სპალეტისთან შეხვედრაზე, რეალზე და ნაპოლიზე
„მკითხა, იტალიის ნაკრებში ხომ არ ითამაშებო“ - კვარა სპალეტისთან შეხვედრაზე, რეალზე და ნაპოლიზე