ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

„რა დაემართა დუეტს, რომელიც ოქროს ბურთის რეიტინგში მოხვდა?“ - Gazzetta კვარა-ოსის აკრიტიკებს

გავლენიანმა იტალიურმა გაზეთმა, la Gazzetta dello Sport-მა დღევანდელ ნომერში ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შესახებ და წერა და ქართულ-ნიგერიული დუეტი არასახარბიელო შედეგების გამო გააკრიტიკა. სტატიის ჟურნალისტმა პარალელი გასული წლის დეკემბრამდე ნაჩვენებ სტატისტიკაზე გაავლო.

რა წერია სტატიაში:

შარშან, ოსიმენსა და კვარაცხელიას შორის ურთიერთგაგება მყისიერი იყო, თითქოს, ისინი ყოველთვის გრძნობდნენ ერთმანეთს, მაგრამ ეს ჰარმონია, რომელიც ისტორიულ სამფერს შთააგონებდა, ახლა მოგონებად იქცა.

გასულ სეზონში, კვარამ ოსიმენს შვიდჯერ მისცა გოლის გატანის შესაძლებლობა, მაგრამ ამ სეზონში, მათ ერთმანეთი ჯერ კიდევ ვერ იპოვეს. ბუნებრივია, ამაში ხელი ამ დუეტს ტრავმებმაც შეუშალა, მაგრამ იმ შეხვედრებში, რომლებშიც ითამაშეს, შეკრული წყვილის იმიჯს აღარ გადმოსცემენ. ყველას გვაინტერესებს, რა დაემართა იმ დუეტს, რომელიც 2023 წლის ოქროს ბურთის რეიტინგში მაღალ საფეხურზე ავიდა.

ერთადერთ დამამშვიდებელ ფაქტად შეგვიძლია ის ჩავთვალოთ, რომ წელს ისინი მაინც სჯობნიან კიეზასა და ვლაჰოვიჩის წყვილს. თუმცა, პარასკევს, მათი დაპირისპირება ბევრ ფაქტს მოჰფენს ნათელს.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ 13 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა, ვიქტორ ოსიმენის ანგარიშზე კი 10 მატჩში 6 გოლი და 1 ასისტია.

„ნაპოლი“ მომდევნო ტურში სტუმრად „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება. მატჩი საქართველოს დროით 23:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„საოცრებები აკეთა“ | რა თქვა ლორენცო ინსინიემ ხვიჩაზე
„საოცრებები აკეთა“ | რა თქვა ლორენცო ინსინიემ ხვიჩაზე