ნაპოლი, აურელიო დე ლაურენტისი, გონსალო იგუაინი
Aa
Aa

იგუაინის ძმა: “დე ლაურენტისი ხშირად არ ასრულებს სიტყვას“

გონსალო იგუაინი რამდენიმე წლის წინ „ნაპოლის“ ღირსებას იცავდა. არგენტინელი ყოფილი თავდამსხმელი „პარტენოპეის“ იდეალურად მოერგო, მაგრამ შემდეგ „იუვენტუსში“ გადავიდა.

ცნობილია ის ფაქტი, რომ ბევრი ფეხბურთელი აურელიო დე ლაურენტისით კმაყოფილი არ არის. როგორც ჩანს არც იგუაინი გამოირჩეოდა მადლიერებით. ამ საკითხზე „პიპიტას“ ძმამ ისაუბრა.

„ჩემპიონობა ბევრ ნეაპოლელ მეგობარს მივულოცეთ, მაგრამ არა დე ლაურენტისს. მან ეს არ დაიმსახურა, რადგან ის თავის სიტყვას ხშირად არ ასრულებს. ახლა სპალეტი მახსენდება. მან სკუდეტო ამდენი წლის შემდეგ ფანტასტიკურად მოიგო, მაგრამ გუნდიდან წასვლა მოუნდა..“

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის დასრულების შემდეგ, ლუჩიანო სპალეტიმ „ნაპოლი“ დატოვა და მის ნაცვლად „პარტენოპეიში“ რუდი გარსია დაინიშნა, რომელმაც ვერ გაამართლა და ახლა მოქმედი ჩემპიონი ვალტერ მაცარიმ ჩაიბარა.

რაც შეეხება იგუაინს, არგენტინელი „ნაპოლიში“ 2013 წლიდან 2016 წლის ჩათვლით თამაშობდა. ამ პერიოდის განმავლობაში „პიპიტამ“ ყველა ტურნირზე ერთად 146 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 91 გოლი გაიტანა და 26 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ტკივილი მტანჯავს“ - სუარესი შესაძლოა ინტერ მაიამიში ვერ გადავიდეს
“ტკივილი მტანჯავს“ - სუარესი შესაძლოა ინტერ მაიამიში ვერ გადავიდეს