მარიამ ბოლქვაძე, ანდრე ვილაშ-ბოაში
Aa
Aa

EPAS-ის შეხვედრას მარიალ ბოლქვაძე ვილაშ ბოაშთან ერთად დაესწრო

2023 წლის 4 დეკემბერს ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ მონაწილეობა მიიღო  სტრასბურგში გამართულ სპორტის შესახებ ევროპის საბჭოს გაფართოებული წილობრივი შეთანხმების (EPAS) საწესდებო კომიტეტის მე-18 შეხვედრაში.

შეხვედრაზე განიხილეს ორი ძირითადი თემა - მთლიანობა და კარგი მმართველობა სპორტის სფეროს პროფესიონალის პერსპექტივიდან და სპეციფიკური ინსტრუმენტები სპორტული მთლიანობის ხელშეწყობისათვის. ქართველმა სპორტსმენმა პირველ სესიაზე ისაუბრა ჩოგბურთსა და გენდერულ თანასწორობაზე და დამსწრე საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

სესიაში ასევე მონაწილეობდა ფეხბურთის მენეჯერი და მწვრთნელი პორტუგალიიდან ანდრე ვილაშ-ბოაში (André-Villas Boas), რომელიც საზოგადოების წინაშე წარდგა მოხსენებით, თემაზე „კარგი მმართველობა და ფეხბურთი“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯილდოზე ხვიჩას გვარი არასწორად წერია - იტალიელი ჟურნალისტის აღშფოთება
ჯილდოზე ხვიჩას გვარი არასწორად წერია - იტალიელი ჟურნალისტის აღშფოთება