ჯილდოზე ხვიჩას გვარი არასწორად წერია - იტალიელი ჟურნალისტის აღშფოთება
გუშინ, იტალიის ფეხბურთის ასოციაციამ (AIC) ხვიჩა კვარაცხელიას გატანილი გოლი „ატალანტას“ კარში სეზონის საუკეთესო გოლად გამოაცხადა და ქართველ ფეხბურთელს პრიზი გადასცა.
დღეს კი იტალიური მედია არასასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ცნობილი გახდა, ჯილდოზე „ჯვაროსნების“ შემტევის გვარი არასწორად დააწერეს.
სურათზე ნათლად ჩანს, რომ Khvicha K’varatskheila წერია.
ამ შეცდომას იტალიელი ჟურნალისტი პაოლო ზილიანიც გამოეხმაურა და განაცხადა:
„ქართველ ჩემპიონს, გასული სეზონის საუკეთესო გოლის ავტორს და სერია ა-ს რევოლუციონერს უპატივცემულოდ მოექცნენ. ხედავთ რა დონეზე დავეცით? გამარჯვებულ ფეხბურთელს გადასცეს პრიზი, რომელზეც მისი გვარი შეცდომით წერია. ვიმსახურებთ, რომ კვარაცხელია პრემიერ ლიგაში მალე წავიდეს.“
Per dire come siamo ridotti: il nostro calcio è quello che premia il miglior giocatore apparso in Italia negli ultimi anni consegnandogli un trofeo in cui il suo cognome è scritto con due errori. Ci meritiamo che #Kvaratskhelia se ne vada in Premier League al più presto. A noi… pic.twitter.com/qVNslaCNvb
— Paolo Ziliani (@ZZiliani) December 5, 2023