ლიონელ მესი, ლუის სუარესი, ინტერ მაიამი
Aa
Aa

“ტკივილი მტანჯავს“ - სუარესი შესაძლოა ინტერ მაიამიში ვერ გადავიდეს

ლუის სუარესმა „გრემიოში“ ბოლო მატჩი ჩაატარა და ბრაზილიურ კლუბს დაემშვიდობა. ვეტერან ურუგვაელს „ინტერ მაიამიში“ ლიონელ მესისთან ერთად თამაშს უწინასწარმეტყველებენ, თუმცა თავად ლუისს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რამაც შესაძლოა ტრანსფერს ხელი შეუშალოს.

ამ საკითხზე ავტორიტეტული გამოცემა Goal წერს. ვიგებთ, რომ სუარესს მუხლში გამუდმებული ტკივილი აქვს და გამაყუჩებლით თამაშობს. ამის გამო ის კარიერის დასრულებაზეც კი დაფიქრდა.

სუარესმა რადიო Sport 890-ს განუცხადა, თუ რამდენად რთულია მისთვის მოედანზე გასვლა.

სუარესი:

„2020 წელს ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, მუხლი გამუდმებით მტკივა. ხრტილი არის გაცვეთილი და ძვალი თავისუფლად ვერ მოძრაობს. ყოველი თამაშის წინ 3 ანტიბიოტიკს ვსვამ და ინექციას ვიკეთებ. სხვა შემთხვევაში ფიზიკურად ვერ ვითამაშებ. იცით? შესაძლოა 5 წლის შემდეგ, მინი სტადიონზე მეგობრებთან ერთადაც ვერ ვითამაშო. ეს ყველაფერი ძალიან რთულია. ჩემი შვილი ყოველდღე მთხოვს, რომ ვეთამაშო, მაგრამ არ შემიძლია.“

შეგახსენებთ, რომ ლუის სუარესი „გრემიოს“ მიმდინარე წლის პირველ იანვარს შეუერთდა. დღემდე ვეტერანმა თავდამსხმელმა ბრაზილიური გუნდის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 52-ჯერ მოირგო, 24 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები