ხვიჩა კვარაცხელია, ლორენცო ინსინიე
Aa
Aa

„საოცრებები აკეთა“ | რა თქვა ლორენცო ინსინიემ ხვიჩაზე

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ლორენცო ინსინიემ საკუთარ მემკვიდრეზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. 32 წლის გარემარბმა ინტერვიუ Sky Sport Italia-ს მისცა და განაცხადა, რომ გასულ სეზონში, ქართველმა ფეხბურთელმა ბრწყინვალედ ითამაშა.

„იუვენტუსის წინააღმდეგ ბევრჯერ მითამაშია და როგორც ნეაპოლელს და ნაპოლის გულშემატკივარს, იუვეს კარში გოლის გატანა ყოველთვის ბრწყინვალე შეგრძნება იყო. იმედი გვაქვს, პარტენოპეი შესანიშნავ თამაშს გვაჩვენებს და ქომაგებს სიხარულს მოუტანს.

ხვიჩა კვარაცხელიას რაც შეეხება, მასზე, როგორც ფეხბურთელზე, არაფერი ვიცოდი, მაგრამ გასულ სეზონში ნაპოლის ექსტრა იარაღი იყო. კვარამ საოცრებები აკეთა და აჩვენა, რომ ბრწყინვალე ტალანტი აქვს. იმედია, შეძლებს და გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარება“.

შეგახსენებთ, რომ ინსინიე „ნაპოლის“ ღირსებას 2010-დან 2022 წლამდე იცავდა. „პარტენოპეის“ დატოვების შემდეგ, მან MLS-ს მიაშურა და „ტორონტოს“ რიგებში ასპარეზობს. ლორენცომ ხვიჩაზე რამდენიმე დღის წინაც ისაუბრა და „კვარას“ ჩემპიონი უწოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველა შენაძენი წარუმატებელი იყო“ - ნიდერლანდელი სპეციალისტი აიაქსზე
„ყველა შენაძენი წარუმატებელი იყო“ - ნიდერლანდელი სპეციალისტი აიაქსზე